ფეისბუქ მომხმარებელმა Georgia Georgia ფეისბუქში დაწერა:
“ეს “მე მამეობა” როდის უნდა დასრულდეს საქართველოში?!
რახან ვიღაცას სკვერი უნდა , წყალსაც წაუღია საბავშვო მოედნის იდეა?!!!
იმ 500 პატარას რას ეუბნებით, რომლებსაც ყოველდღე ხედავთ, არ აქვთ დიდ დიღომში ბავშვებს იმის უფლება, სახლთან ახლოს ფეხბურთზე იარონ?!!
ზოგმა თენგის სულაქველიძისა და დინამოს აკადემიები ახსენა. გადახედეთ ორივე საფეხბურთო სკოლის ფასებს, (დინამო 200 ლ.- სულაქველიძე 120 ლ.).
რამდენს აქვს დიდ დიღომში ყოველთვიურად ამხელა თანხის გადახდის საშუალება?!!
მიეცეს საშუალება ფედერაციას ააშენოს ევრო სტანდარტის მოედანი სადაც ბავშვები მიზერულ ფასად ივარჯიშებენ. ვინ იცის, რამდენი პროფესიონალი ფეხბურთელი აღიზრდება ამ მოედანზე.”

