რიმა ბერაძემ ფეისბუქში დაწერა:
“რა საოცარი და ახლოა ეს ყველაფერი, რა პატარაა სამყარო
დღეს, 14 მილიონიან სტამბულში, ერთი და იგივე პრობლემის წინაშე მდგომი ოჯახის წევრები, მე და ნინი ქარსელაძე გადავეკვეთეთ ერთმანეთს არ შემიძლია არ აღვნიშნო, ამ პატარა გოგოს სიძლიერე. როგორ იბრძვის და ცდილობს გაიმარჯვოს და მჯერა, რომ აუცილებლად ასე იქნება
მოვეფერეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ, გავცვალეთ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, თურქეთის კლინიკების დამოკიდებულება, ჩავუსახეთ იმედები და ჯანმრთელობას დავპირდით ერთმანეთს. უფალი დიდია და გვჯერა, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო უკარგეს ხათუნა ჟორდანიას და მერაბის.
იმდენად უეცარი იყო ჩვენი შეხვედრა ტაქსიმის დიდ მოედანზე, ფოტოც ვერ გადავიღეთ, მაგრამ მგონი არც არის საჭირო”

