რუსთავთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა – მძღოლი დაიღუპა

რუსთავთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა - მძღოლი დაიღუპარუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. გარდაცვლილია მიკროავტობუსის მძღოლი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.