საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობასთან კავშირი საქართველოს მოქალაქეს არ დაუმტკიცდა

საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობასთან კავშირი საქართველოს მოქალაქეს არ დაუმტკიცდასაბერძნეთში საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთში მომხდარ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია.

– საბერძნეთის პოლიცია ღლიკა ნერაში ახალგაზრდა ქალის გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს. საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია არაერთი კვალი, მათ შორის, დნმ-ის. რაც ნიშნავს, რომ დამნაშავეებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს და კვალი ვერ დამალეს.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო აღნიშნულ დანაშაულში, სამართალდამცავებმა დააკავეს ბულგარეთის  საზღვარზე ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს.

უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, რომ მას მომხდარ ფაქტთან კავშირი არ ჰქონია, – აცხადებს საბერძნეთში საქართველოს საელჩო ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.

მთავარი