თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქზე დაწერა:
„სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს – ამტკიცებდა რომ მიშამ “პოლის ჯოხი” რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს….
კერძო საუბრებში, მეგობრებთან – ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად.
ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობის და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ – ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო – ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა.
როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე – 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა.
ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით? გამოდით, გაგიცნოთ.
(გიგას დაუსვეს კითხვა, ამის საუბარზე დაყრდნობით და გამეცინა).“
„უი, ელისო კილაძის პოსტი მეგონა და შენი ყოფილა,“ – წერს სამადაშვილი.
„აუ რა თესლად მითხარი. ვსიო – დამაკომპლექსე. რამეს ვიტყუები?“ – პასუხობს ჩერგოლეიშვილი.
სალომე სამადაშვილი – „ყველაფერს. ეთიკას რომ შევეშვათ, მაგას აღარავინ ელოდება შენგან, დიდი ხანია. მაგრამ სრული დეგრადაციაც მძიმე საყურებელია. მეტს აღარ ვაპირებ გიპასუხო, აცრის შედეგ დაცდის დროის გასაყვანად, საკმარისად გავერთე“.
„სალომე, შენ რომ არ გევასები, ეგ გასაგებია. არც მე მევასები. რას ვიტყუები, ეგ გკითხე, სხვა არაფერი.“ – წერს ჩერგოლეიშვილი

