სამხედრო დათა ნაროშვილმა ცოლის მეგობარი დავით ქობულაძე დუელში გამოიწვია

სამხედრო დათა ნაროშვილმა ცოლის მეგობარი დავით ქობულაძე დუელში გამოიწვიადუელი 21-ე საუკუნეში – ქუთაისში კაცმა ცოლის მეგობარი დუელში გამოიწვია: შესთავაზა სურამის ტყეში წასვლა, იარაღის შერჩევა და შემდეგ ჩვენგან მხოლოდ ერთ-ერთი უნდა დაბრუნდეს ცოცხალიო. ამ შეთავაზებას წინ უძღოდა მესიჯები და ზარები სიცოცხლის მოსპობის მუქარით და ა.შ.

მუქარების და დუელის იდეის ავტორი, საბოლოოდ, დააკავეს, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ მისგან დიდი საფრთხე არ მოდიოდა და ის დარბაზიდან 2.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ეს მამაკაცი ყოფილი სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი – დათა ნაროშვილია.

დაზარალებული დავით ქობულაძე ამბობს, რომ დათა ნაროშვილის გირაოთი გამოშვების შემდეგ, მუქარის შემცველი შეტყობინებები კიდევ მიიღო, თუმცა ამჯერად ამ წერილების ავტორი ანონიმი იყო.

მას არსებულ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად  ქვეყნიდან გადახვეწა მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა მისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ვერაფერი გააკეთეს.

მუქარის ფაქტზე აღძრული ამ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  გაიმართება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი, რაც პირს ამ ქმედების გამო შეიძლება შეეფარდოს, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

მთავარი