საზმაუს წამყვანმა ირაკლი აბსანძემ ივერი მელაშვილს ბოდიში მოუხადა

საზმაუს წამყვანმა ირაკლი აბსანძემ ივერი მელაშვილს ბოდიში მოუხადაბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც – ხმაურიანი განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. “პირველი არხის” გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი ირაკლი აბსანძე მაუწყებლის ეთერში, დავით გარეჯზე გასულ ფილმს აკრიტიკებს და ამბობს, რომ აღნიშნულმა მედიაპროდუქტმა ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას:

“ე.წ. გარეჯის თემაზე ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. მე მგონი ჩემ მაყურებელთან დავალებული ვარ ამით.

ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, ოღონდ სხვა დღეს, გავიდა მედიაპროდუქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას. ეს სულ მცირე, რაც შემიძლია შევაფასო მე თვითონ, ცდება დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს, სეკულარული სახელმწიფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს…

ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც” – თქვა ირაკლი აბსანძემ პირდაპირ ეთერში.

მთავარი