“შეიძლება ითქვას, ეროტიულადაც გადავეყუდე შლაგბაუმზე” –  ირინა სარიშვილი

"შეიძლება ითქვას, ეროტიულადაც გადავეყუდე შლაგბაუმზე" -  ირინა სარიშვილი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ბაღიდან სიცხით გათანგული წევეთრიე მოკლე გზით ჭავჭავაძისკენ, თან მცხელა, თან რაღაცეებს ვანგარიშობ ფიქრში, გადამაქვს–გადმომაქვს იქით–აქეთ მილიონები, ამ ფიქრებით ჩავუყევი გზასა და ნარნარად, შეიძლება ითქვას ეროტიულადაც, გადავეყუდე შლაგბაუმზე, ზეგარდმო ძალების წყალობით ყირამალას გადავრჩი, გავიმართე და ვხედავ წინ ავ თვალს რო არ ენახვება ისეთი მზეჭაბუკი მიდგას და მიღიმის. ყოველი შემთხვევისთვის გავკერე ზომიერად მკაცრი სახე რამე ზედმეტად ეროტიული არ მაკადროს თქვა, მსუბუქად გავუღიმე, ეს კიდე მომიახლოვდა და რას ფიქრობთ ირინა, შევა ენმ პარლამენტში თუ არაო მეკითხება”.