შიდა ქართლში 35 წლის მამაკაცი 14 წლის ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა

შიდა ქართლში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავეს. ირკვევა, რომ მსხვერპლი 14 წლის ბიჭი გახდა. 35 წლის მამაკაცი 3 წლის განმავლობაში ძალადობდა მოზარდზე. მსხვერპლმა ძალადობის შესახებ პოლიციას თავად აცნობა.

მოზარდი ბიჭის ოჯახი ფაქტზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.