თელავში დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი დღეს, რამდენიმე საათის წინ აღმოაჩინეს.
მას თელავის მახლობლად, ტყეში მიაგნეს.
გარდაცვლილის ძმის ინფორმაციით, ახალგაზრდა დეპრესიული იყო და სავარაუდოდ მან თავი მოიკლა.
ნიკოლოზ რაზიკაშვილი 3 მაისს საღამოს გაუჩინარდა, ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

