თენგიზ ცერცვაძე – “პანდემია წლის ბოლოს დასრულდება”

თენგიზ ცერცვაძე - "პანდემია წლის ბოლოს დასრულდება"“რომ არ ყოფილიყო ვაქცინა და თუ არ იქნა მედიკამენტი, რომელსაც ყველა ველოდებით წლის ბოლოს, მაშინ, შესაძლებელია, თავისი ბუნებრივი განვითარებით ეს პანდემია გაგრძელებულიყო 2-3 წელი და, შეiძლება, მეტიც. ახლა, როდესაც ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს, თან რიგ ქვეყნებში წარმატებით ხდება ვაქცინაცია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ინგლისზე, რომელმაც უკვე მოსახლეობის 2/3 აცრა, ასევე ბევრ სხვა ქვეყანაზე. ვაქცინაციის ასეთი ტემპის პირობებში, ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება”, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტვ იმედის ეთერში.