თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მამაკაცის ცხედარი იპოვესთბილისში, ცოტა ხნის წინ, ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი 65 წლამდე მამაკაცია, რომელსაც აღმაშენებლის ხეივანში ადგილობრივებმა შემთხვევით მაშინ მიაგნეს, როცა ბალახს თიბავდნენ.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამდენიმე წუთში, მამაკაცს ექსპერტისზის ბიუროში გადაასვენებენ.

დაღუპულის ვინაობა უცნობია, ამ დროისთვის ასევე უცნობია, თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისიხლისსამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

რუსთავი 2