მამუკა ჭყონია სოციალურ ქსელში წერს:
“ლაზო მეუღლესა და შვილთან ერთად მარადისობას შეუერთდა“ – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ჭყონია.
guriatoday-ის ინფორმაციით, წლების მანძილზე წარმატებული ლანჩხუთელი ბიზნესმენი ლაზო ორაგველიძე რამდენიმე საათის წინ, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ტრაგედიებით დამძიმებულმა გულმა ვეღარ გაუძლო.
ცნობისთვის, ერთი თვის წინ, ლაზო ორაგველიძემ მეუღლე – ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმი ნანა ცინცაძე და ვაჟიშვილი – თორნიკე ორაგველიძე დაკარგა. რამდენიმე დღეში მათი ორმოცისთვის ემზადებოდა.

