წარმატებული ბიზნესმენი და ფერმერი ნინო ზამბახიძე სოცქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს:
“ტიპი მიდის საკონსულტაციო კომპანია მაკინზიში და ეკითხება, მე ჩემ ცოლთან სექსი რომ მაქვს ეგ ჩემი გართობაა თუ ჩემი საქმეო? წავიდა მსჯელობა, იყოფა აზრი ორად, ერთი მხარე ამბობს, მოვალეობააო და საქმე გამოდისო, მეორე ამბობს, გართობაო.
1 კვირა ვერ შეჯერდნენ, გამოვიდნენ და ხედავენ გოგოს, ცალი ხელით ბეჭდავს, მხრით უკავია მობილური, მეორე ხელით წერს. რომ დაინახა ამდენი ხალხი, ეკითხება, რა ხდებაო? კითხვა გვაქვს შენთანო. აგერ კლიენტია და კითხულობს, მის ცოლთან სექსი რომ აქვს, ეგ მისი საქმეა თუ მისი გართობაო?
წამში უპასუხა, გართობაო.
და რატომ გგონია ას,ე ჩვენ 1 კვირაა ვერ შევჯერდითო. აბა საქმე რომ იყოს, მაგასაც მე დამავალებდითო.
გამიცანით მე.”

