წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს – ის ჯარისკაცის შვილია

წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს - ის ჯარისკაცის შვილიაწყალტუბოში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გუშინ,17 მაისს, მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.

ის სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.

ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.

პირველების ცნობით, დაჭრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების  ჯარისკაცის შვილია. ერთ-ერთი ვერსიით ჩხუბი დაჭრილის თანაკლასელი გოგონას გამო მოხდა.

არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებული არ არის.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები