უჯარმასთან 2 მანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ ერთმანეთს – 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა

გომბორის გადასახვევთან, სოფელ უჯარმასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 2 ახალგაზრდა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.