ვაჟა-ფშაველაზე პოეტი მიშო დადიანი დაჭრეს

ვაჟა-ფშაველაზე პოეტი მიშო დადიანი დაჭრესსისხლიანი გარჩევა თბილისში – ვაჟა-ფშაველაზე 32 წლის მამაკაცი, მიშო დადიანი დაჭრეს.

პოეტს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით,  დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა. მიშო დადიანს სასწრაფო ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.

მიშო დადიანი “კავკასიის მედიცინის ცენტრშია” მოთავსებული. შინაგანი მედიცინის განყოფილების უფროსის თქმით, 32 წლის პოეტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

– ამ ეტაპზე, ჰერმოდინამიკულად სტაბილურია. ვენა იყო დაზიანებული მარჯვენა ზემო კიდურზე და აღდგა მისი მთლიანობა, მიმდებარედ ნერვული ქსოვილი ყველაფერი გაიკერა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ცხელება არ აქვს, – თქვა ქეთევან ზურაბიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს.