ირმა გოგიტიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ირაკლი კუპრაძემ ფეისბუქში დაწერა:
“Irma წავიდა :((( წაგვართვა ვირუსმა, რომელიც უზომოდ მეზიზღება. გამორჩეული მეგობარი და გულშემატკივარი დავკარგე! ვერც კისკისით დამხვდება ოფისის კართან და ვერც შეძახილით: ,,ჩემი ოქრო მოვიდა!”
ვერც კი ხვდებით, რამდენად სასტიკია ეს ვირუსი, ჯანმრთელ ადამიანსაც კი აქცევს და გაცლის ხელიდან!
გადაიკითხეთ და წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება თქვენმა უყურადღებობამ ძვირფასი ადამიანი დაგაკარგინოთ.
გაუფრთხილდით ერთმანეთს და საკუთარ თავებს, ზოგჯერ მხოლოდ ძალისხმევა არ ჰყოფნის სიცოცხლის შენარჩუნებას ://
იმის ძალაც კი არ მაქვს ჯანდაცვის სისტემის კრახზე ვილაპარაკო. ყველაზე მძიმე კი ისაა, როცა წარმოიდგენ, რომ ძვირფასი ადამიანის დაკარგვის თავიდან არიდება შეიძლებოდა, სახელმწიფო რომ ვიყოთ.”

