ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:
“20 დღე ვიწექი კოვიდით ჰოსპიტალში. და კიდევ 1 კვირა სახლში. თითქმის 1 თვე.
იყო დღეები, როცა სუნთქვა, ლაპარაკი, სიარული მიჭირდა. მთელი ღამე, როგორც კი დამჭირდა ჟანგბადზე ვიყავი და მაინც მიჭირდა. და მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან უსიმპტომოს მკურნალობდნენ დამერთო ათასი გართულება: ანთება, მერე დედიმერი, მერე დავარდნილი კალიუმი, მაღალი სიცხე..
20 დღე საავადმყოფოში! დალურჯებული ვიყავი ნემსებისგან. და ახლა როცა ყველაფერმა ჩაიარა, მგონია, რომ უბრალოდ გამიმართლა, რომ აღმოვჩნდი 47 ადამიანში და არა 1047-ში; გამიმართლა რომ აღმოვჩნდი ბოჭორიშვილში და არა კოვიდ სასტუმროში. უბრალოდ გამიმართლა რომ ვიყავი ერთ-ერთი პირველი და არა 5678-ე; და გამიმართლა, რომ ცხოველი ცნობისმოყვარეობა არსებობდა ჩემს გარშემო, და გამიმართლა, რომ პირველივე დღიდან მკურნალობდნენ და არა მე10-დან. არავინ არ წამიყვანდა მე, 36 წლის ინფიცირებულს, ქრონიკული დაავადებების არ მქონეს – კლინიკაში.
ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილა კოვიდით. კოვიდ სასტუმროში.. როგორი კარგი გოგოა, ფოტოები ვნახე. დებენ სქრინებს და ვიდეობს, სასტუმროდან როგორ უყვება სხვებს თავის მდგომარეობას. როგორ ამშვიდებს ოჯახის წევრებს, თითქოს განსაკუთრებული არაფერია. და დილით ნახეს გარდაცვლილი
რა წამიდან ვაქცინა უკვე არსებობს, გარდაცვლილი ადამიანები უკვე არა ვირუსის მსხვერპლნი არიან, არამედ აცრისადმი ხელმიუწვდომლობის. აცრა გამოიგონეს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს.
აი, აქ არავის არ გაგვიმართლა..”

