მე-11 კლასელი, რომელმაც ლანჩხუთში ბოლო ზარის დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქეთი გეგუჩაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ქეთი გეგუჩაძის ძმა, 17 წლის არასრულწლოვანი სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხა.
გურიაში საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პრაიმ ტაიმი

