იტალიაში მცხოვრებმა როზიტა წერეთელმა ფეისბუქში დაწერა:
“როგორც ემიგრანტი, არც გმირად მომაქვს თავი და არც მოღალატედ, არც არავის გადასაწყვეტია როგორ ვცხოვრობდით ან როგორ ვცხოვრობთ აქ. ჩემი ქვეყანა რომ ლამაზია, ვიცი, მაგრამ სხვა ქვეყნის სილამაზის დანახვის უფლებას თქვენგან არ ვიღებ, ხოდა რომ წაგიგდიათ ენები, თან კაცებად რომ მოგაქვთ თავი და მებლატავებით, არ არის თქვენი საქმე, ვინ თავის უსაქმურ ქმარს უგზავნის თანხას თუ უსაქმურ შვილს. ეს თვითონ იმათი საქმეა, ვინც ამას აკეთებს.
თქვენ ჩაოხრებულ საქმეს მიხედეთ და ერთი ადგილი მოიფხანეთ კარგად. კალოშებიო, ტალახიო და ათას სისულელეს რომ წერთ, კალოშები და სოფელში ცხოვრება არ აკნინებს ადამიანს, მაგრამ ტვინი რომ ნაკელის სუნით გიყართ, აი ეს კი გეტყობათ, რაც არ უნდა იბლატაოდ.
P. S ეს პოსტი საჭირო იყო იმისთვის, რომ ემიგრანტებზე ზოგადად ქილიკს არავის ვაპატიებ, თორემ პირადად ჩემზე საერთოდ არ მიმიღია. ჩვენს ქვეყანას რასაც ვუკეთებთ, ესაა რომ ჩვენი ადამიანობით და შეგნებით ვაცნობთ საქართველოს აქაურებს, თორემ ვერავის ვერაფრით გავაკვირვებთ.”

