თეო თავაძემ ფეისბუქში დაწერა:
“ვცხოვრობ ისრაელის ქალაქ ბათიამში. სადაც ბოლო ღამეების განმავლობაში, მშვიდი ძილი არ გვღირსებია. წუხელ ღამის ათ საათზე ტელეფონმა დარეკა.რომ დავხედე ვინ რეკავდა, ჩემი არაბი თანამშრომელი ბიჭი,რომელიც ისრაელში მუშაობს და ცოლ-შვილი და დანარჩენი ოჯახი პალესტინაში ჰყავს.
თითქოს შიშმა შემიპყრო და არ ვუპასუხე, მაგრამ გულმა არ მომითმინა და გადავრეკე. ამ საომარი მდგომარეობის გამო, ჩვენი სამსახური დროებით დაკეტილია. მომიკითხა და მითხრა, რომ სამსახური აქვს ჩემთვის.
მე არ ვიცოდი, რა მეთქვა, ომმა ისე ამირია გონება, მასთან საუბარიც კი შემეშინდა და თურმე ის ჩემს დახმარებას ცდილობდა.
ღმერთმა დალოცოს ყველა კეთილი ადამიანი ფრონტის ნებისმიერ მხარეს.”

