ადიგენის პოლიციის უფროსს, თამაზ ფაილოძეს, დევნაში ადანაშაულებენ

ადიგენის პოლიციის უფროსს, თამაზ ფაილოძეს, დევნაში ადანაშაულებენადიგენის პოლიციის უფროსს დევნაში ადანაშაულებენ. სოფელ უდეში მცხოვრები ეკა აზირაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილი, 28 წლის მამაკაცი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გუშინ სოფლის ცენტრში დააკავეს, შემდეგ სცემეს და ხელყუმბარის ჩადებით დაემუქრნენ.

– დავრეკე 126-ში, რომ პოლიციამ ჩემი შვილი წაიყვანა, არც ახალციხეშია, არც ადიგენში, არც სამმართველოში და რამე რეაგირება მოახდინეთ-მეთქი. ნახევარი საათის შემდეგ გავიგე, რომ ადიგენში ჰყავდათ მიყვანილი. შემდეგ ჩამოიყვანეს ბორკილებით ნარკოლოგიურში. იქ უცემიათ. რატომ უნდა ხდებოდეს. უდანაშაულო ადამიანს იჭერენ და თანაც ცემენ. დამეხმარეთ, რამე მიშველეთ, – უთხრა რუსთავი 2-ს ეკა აზირაშვილმა.

ეკა აზირაშვილი მომხდარში უშუალოდ თამაზ ფაილოძეს სდებს ბრალს.

დაკავებულის დედის თქმით, მომხდარის გამო ცუდად გახდა მისი მეუღლე და ის ამჟამად ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია.