“ამერიკის ელჩი გვეუბნება, რომ მის სახლში მაგიდაზე ცეკვა არ შეიძლება” – გია ხუხაშვილი კახი კახიშვილს

"ამერიკის ელჩი გვეუბნება, რომ მის სახლში მაგიდაზე ცეკვა არ შეიძლება" - გია ხუხაშვილი კახი კახიშვილსგია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვის ერთადერთი დარჩენილი ავტორიტეტი – კახი კახიშვილიც ვითომ “ტექნიკურად”, სინამდვილეში კი სრულიად აშკარად გახდა ანტი-დასავლური ნარატივის მსხვერპლი, თუ პროპაგანდისტი.
კახი ბატონო, აშშ-ს ელჩი არც დირექტივას იძლევა და არც “თავის აზრს გამოთქვამს”. ის გვეუბნება, რომ თუ ჩვენ გვინდა მის სახლში ცხოვრება, იქ მაგიდაზე ცეკვა არ შეიძლება, არც ნარკოტიკებით ვაჭრობა და ა.შ. და ა.შ.
ამაზე პასუხი, რომ “მე შენს სახლში მაგიდაზე ვიცეკვებ, თუ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტია”, მინიმუმ თავხედობაა.
გინდა ჩემთან ცხოვრება? დაიცავი წესები…
არ იცავ წესებს? ჩემთან ვერ იცხოვრებ…
რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს:
თუ კახის მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემის რეპუტაცია არ არის მნიშვნელოვანი, გადახედოს მსოფლიო ისტორიას და შეიძლება აზრი შეიცვალოს.
თუ მიაჩნია, რომ რეპუტაცია ნდობის ფორმირებისთვის აუცილებელია და თვლის რომ ეს ჩინჩალაძე-მურუსიძე&co პირობებში შესაძლებელია, ან ძალიან მიამიტია, ან უკვე სისტემის ერთი ჩვეულებრივი ჭანჭიკია…”