“ანა ჯაბაურს ცოტნეს ერთგულების გამო ათას საძაგელ ჭორს უვრცელებენ” – ნათელა ჯიმშელაძე

"ანა ჯაბაურს ცოტნეს ერთგულების გამო ათას საძაგელ ჭორს უვრცელებენ" - ნათელა ჯიმშელაძესაქართველოში დაბრუნებული პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მომვლელი ნათელა ჯიმშელაძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს.

“სანამ ცოტნე გამსახურდია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებოდა, მისმა მეუღლემ ანა ჯაბაურმა სათანადო ზომები მიიღო რომ თავის ბინაში ყველანაირად კომფორტული გარემო შეექმნა ცოტნეს უმაღლეს დონეზე მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიების თანადგომით და დახმარებით შეიძინა სათანადო სპეციალიზებული ინვენტარი (საწოლი, სავარძელი, სპეციალური აპარატურა….), მოიწვია მასაჟისტი, მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი, მომვლელი (მე) 24-საათიანი გრაფიკით. ექიმიც თვითონ არის და ექთანიც.

ანა ერთი წუთით არ სცილდება ცოტნეს, უვლის, ბავშვივით ეფერება, ესაუბრება მხოლოდ პოზიტიურ ამბებზე, მუდმივად აკონტროლებს ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ღამის განმავლობაში სულ ორიოდე საათი სძინავს, თუ არ შევახსენე, რომ მთელი დღის მშიერია, ჭამაც ავიწყდება, მოკლედ, გაოცებული ვარ ამ ერთი შეხედვით სუსტი და ნაზი გოგოს ნებისყოფით და ენერგიით.

ანა ჯაბაურს, რომელსაც მტერი არასოდეს ჰყოლია, ცოტნეს ერთგულების გამო ისეთი ხალხი მოეკიდა მტრად, რომელიც ყველაზე დიდ მადლობას უნდა ეუბნებოდნენ (მიმხვედრი მიხვდება), ამის ნაცვლად კი ათას საძაგელ და უაზრო ჭორს უგონებენ და უვრცელებენ.

ღმერთო, მიეცი სულიერი ძალა და გამძლეობა ამ ღვთისნიერ ადამიანს! ანა გმირი ქალია, მჯერა, რომ მისი თავდადებით და ძალისხმევით მალე გამომჯობინდება ჩემი სათაყვანებელი პრეზიდენტის ვაჟი. მადლობა ანა“, – ვკითხულობთ პოსტში.

პრაიმ ტაიმი