“ასეთი იდიოტი როგორ უნდა იყო… ჩემმა ნათესავმა ქართულ ოჯახს შვილის გადასარჩენად ფული მოსთხოვა” – ნუგზარ სულაშვილი

"ასეთი იდიოტი როგორ უნდა იყო... ჩემმა ნათესავმა ქართულ ოჯახს შვილის გადასარჩენად ფული მოსთხოვა" - ნუგზარ სულაშვილინუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“სამარცხვინო ადამიანები!!!
რამდენიმე საათის წინ უცნობი ქალბატონი დამიკავშირდა საქართველოდან, რომელსაც 18 წლის ქალიშვილი ჰყავს ონკოლოგიურად დაავადებული. ბუნებრივია ასეთი სატელეფონო ზარები ჩემთვის უცხო არ არის, რომ არა აღშფოთებული დედის უცნაური ხვეწნა მუდარა…
ქალბატონი მეუბნება, რომ გაყიდეს სახლი და სამკურნალო თანხა ბოლომდე ვერ შეაგროვეს. ამიტომ საგარანტიოდ მთავაზობს მიწის ნაკვეთს, რადგან დრო არ ითმენს და ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია.
ვუსმენ გაოგნებული და ვერ ვხვდები ვერაფერს. ვთხოვ განმარტებებს და ვუსვამ შესაბამის კითხვებს…
აღმოჩნდა, რომ ჩემთან შუამდგომლობაში, ერთ-ერთმა ჩემმა შორეულმა ნათესავმა ისარგებლა მომენტით და ოჯახს მოსთხოვა სოლიდური თანხა შვილის გადარჩენის სანაცვლოდ.
თავად ” ნათესავი” რამდენიმე კვირის წინ დამიკავშირდა და მთხოვა, რომ ახლო მეგობრის ოჯახს სჭირდებოდა დახმარება, რაზეც ჩემგან თანხმობა მიიღო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა და ყველას გაფრთხილებთ: ჩემი კოორდინატები კომუნიკაციისთვის საჯაროა. არავის არ გჭირდებათ შუამავალი. მე და ჩემი ფრანგი კოლეგები უფასოდ ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს და სანაცვლოდ არ ვიღებთ არანაირ გასამრჯელოს.
ეს ერთადერთი საშუალება მაქვს უცხო ქვეყნიდან, საკუთარ ქვეყანას და ხალხს გავუწოდო დახმარების ხელი და ვიღაც გარეწრები ხელის მოთბობაზე ფიქრობენ!
ასეთი იდიოტი როგორ უნდა იყო ადამიანი, სოლიდური თანხა გამოსძალო ვინმეს, გამოუშვა ჩემთან და იმის იმედი გქონდეს, რომ ეს ჩემს ყურამდე არ მოვა?!”