“ათენი გლოვობს, ღმერთო, მიეცი ძალა მის ემიგრანტ დედას“ – საბერძნეთში  ნიკა ჯიხვაშვილი გარდაიცვალა

“ათენი გლოვობს, ღმერთო, მიეცი ძალა მის ემიგრანტ დედას“ – საბერძნეთში  ნიკა ჯიხვაშვილი გარდაიცვალაშოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში 30 წლის ნიკა ჯიხვაშვილი.

ათენი გლოვობს… ღმერთო მიეცი ძალა მის ემიგრანტ დედას, ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი ნიკა…

იძინე მშვიდად შენ მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ… მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.

შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა, წახვედი და დაგვიტოვე უსასრულო სევდა.. უშენობა კი მხოლოდ ცრემლებს ბადებს და უზომოდ გვაკლიხარ გვენატრები.

შენ სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, შენ რატომ არ შეგებრალა შენი ოჯახი…

ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია… თხოვნა იგივე… ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ…

დრო ნელია, ალბათ, არც მიდის…

ცრემლები? ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი… “

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.“