ბათუმში 10 წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუას პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში 10 წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუას პატიმრობა შეუფარდეს10 წლამდე შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სავარაუდო პედოფილიის შემთხვევა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.

გამოძიება 60 წლამდე ბაბუას გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. მას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ხელვაჩაურის სასამართლოში 5 ივნისს გაიმართა.

უფლებადამცველ ბაია პატარაიას ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ პოლიციას მოზარდის დედამ მიმართა.

„ძლივს გაბედა დედამ ჩივილი, ძალიან ეშინოდა, რადგან მასზეც ძალადობდნენ ოჯახში. ვიმუშავეთ ბათუმის პოლიციასთან და პროკურატურასთან,“ – წერს ფეისბუქში ბაია პატარაია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბაბუას 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ბათუმელები