ბათუმში ირაოს თანამშრომელი დაჭრეს

ბათუმში ირაოს თანამშრომელი დაჭრესბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – შემთხვევა ქალაქის ცენტრში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სადაზღვევო კომპანია “ირაო”-ს თანამშრომელია, შემთხვევა სწორედ სადაზღვეო კომპანიის ოფისთან, ზუბალაშვილის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.