თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს:
„ბრავო! იმ მეგრელ პოლიციელს, ვინც „ხელი არ შეუშალა” ბავშვის მამას პედოფილების სახლის დაწვის აქციაში! ის პოლიციელიც მამაა!”, – წერს თამარ ივერი.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამა-შვილს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

