“ჩავერიოთ ყველა, რომ სამშობლოში ჩამოსვენდეს” – საბერძნეთში მანანა ხეთაგური გარდაიცვალა

"ჩავერიოთ ყველა, რომ სამშობლოში ჩამოსვენდეს" - საბერძნეთში მანანა ხეთაგური გარდაიცვალასაბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს:

“გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში მანანა ხეთაგური. კიდევ ერთმა უტკბილესმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება.

შვილებს ენატრებოდი, მანანა.
აქ ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ, ამ ტკივილს შვილებსაც არ ეუბნებიან. რომ გაუფრთხილდნენ. არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა,ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში…
ნათელში იყოს შენი სული უთბილესო და უკეთილშობილესო,საოცარო ქალბატონო…
მეგობრებო, ვისაც რა საშუალება გაქვთ, სიტყვიერი, გავლენა და არა ფინანსები, ჩავერიოთ ყველა, რომ ჩვენი პატრიოტი, ქალბატონი მანანას ცხედარი სამშობლოში უბრკოლველად ჩამოსვენდეს და არ დაწვან, კრემაცია არ გაუკეთონ“, – წერს სიხარულიძე.

ნიუპოსტი