“ჩემი სიკვდილი გინდათ?” – მიხეილ რამიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

"ჩემი სიკვდილი გინდათ?" - მიხეილ რამიშვილი კლინიკაში გადაიყვანესადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, კლინიკაში კი მისი ადგილი არ არის.

“ჩემი სიკვდილი გინდათ? ადგილი არა გაქვთ კლინიკაში, რომ დამაწვინოთ? ვეღარ ვსუნთქავ 39.5 სიცხე მაქვს,” – დაწერა მიხეილ რამიშვილმა.

ამის შემდეგ “რუსთავი 2-მა” ადვოკატთან დაკავშირება სცადა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ რამიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და ის უკვე ჰოსპიტალიზებულია.