ბათუმის ღამის თავშესაფარში ადგილი აქვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიური ძალადობას.
თავშესაფრით მოსარგებლე გოგონამ “ტვ პირველს” უთხრა, რომ მასზე ობიექტის დაცვა, სექსუალურად შევიწროებას ცდილობდა და ღამის გათევის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა:
– ერთმანეთს დანებით დასდევენ. შევსწრებივარ, რომ დაცვას ბენეფიციარისთვის დაურტყამს. იყო შემთხვევა, როცა მე და დაცვის თანამშრომელს უთანხმოება გვქონდა, გამომაგდო ქუჩაში და შემდეგ იმ მიზნით შემიშვა, რომ ვიქნებოდი მისი საყვარელი. დაცვის თანამშრომელი ღამის გათევის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობდა. ამის შესახებ ადმინისტრაცია საქმის კურსში იყო, – აცხადებს თავშესაფრის ბინადარი.
ბათუმის ღამის თავშესაფრშის დირექტორი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.
– აღნიშნული გოგონა თითქმის ყოველდღიურად აჟღერებს ასეთ ბრალდებებს. მე მას არაერთხელ შევთავაზე, რომ თუ ნამდვილად ადგილი ჰქონდა მსგავს ფაქტს, მიმართოს პოლიციას. ბენეფიციარების დიდ ნაწილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ისინი პერიოდულად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაგვყავს. მოკლევადიანი მკურნალობის შემდეგ, ისევ გვიბრუნდებიან, – აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სამსართულიან შენობას, რომელიც 40 ბენეფიციარს ემსახურება, მხოლოდ 1 დამლაგებელი ჰყავს და მისი ხელფასი სულ რაღაც 280 ლარია.

