დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების რაოდენობა იზრდება

დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების რაოდენობა იზრდებაგაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 7.540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 26 თებერვლის შემდეგ.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის, ე.წ. „ინდური ვარიანტის“, შედეგად გაერთიანებულ სამეფოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება.

ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 127.860-ს მიაღწია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ნაადრევია იმის თქმა, შესაძლოა, თუ არა „ლოქდაუნის“ დასრულება დაგეგმილისამებრ, 21 ივნისს.

„ორშაბათს ჩვენ გადავხედავთ, სად ვართ. ვფიქრობ, რასაც ყველას კარგად ხედავს, არის ის, რომ ინფიცირების შემთხვევები მატულობს და ზოგიერთ შემთხვევაში იზრდება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც“, – განაცხადა ჯონსონმა.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი დაახლოებით 40% -ით უფრო გადამდებია ვიდრე „ალფა“ (დიდი ბრიტანული) ვარიანტი.

ჰენკოკმა განმარტა, რომ ვაქცინის ერთი დოზა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ და მან მოსახლეობას მეორე დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა.

იპნ