დიდი დიღმის სკვერში მამაკაცი პატარა გოგონებს სექსუალურად ავიწროვებდა

დიდი დიღმის სკვერში მამაკაცი პატარა გოგონებს სექსუალურად ავიწროვებდადიდი დიღმის ერთ-ერთ სკვერში მამაკაცი არასრულწლოვნების სექსუალურ შევიწროებაში შენიშნეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, ისინი მამაკაცის გარეგნობასაც აღწერენ და აცხადებენ, რომ ის, ძირითადად, ნასვამ მდგომარეობაშია.

“ამბობენ, რომ არის ჭაღარა, მაღალი და ძირითადად, არის ნასვამ მდგომარეობაში. რამდენიმე თვითმხილველი არსებობს, რომ დაინახეს ასეთი ფაქტი, რომ პატარა გოგონებს სთავაზობდა წამოდი, კანფეტს გიყიდი, სად  ცხოვრობ, ვისთან ერთად ცხოვრობო”, – აცხადებს ადგილობრივი.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, დაოჯახებულია:

“სუსტი, მაღალი კაცია, კარგად ჩაცმული და ვიღაც წერდა ხელზე “კალიცოც” უკეთიაო. ასაკიანია,” – ამბობს “კურიერთან” დიდი დიღმის კიდევ ერთი მაცხოვრებელი.

ქმედება დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა.

სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს პირი, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რუსთავი 2