ეკა გიგაური – “ნინო ლომჯარია, მიყვარხარ!”

ეკა გიგაური - "ნინო ლომჯარია, მიყვარხარ!"ეკა გიგაურმა ფეისბუქში დაწერა:

“იმიტომ არ ვწერ ამას, რომ დიდი ხანია ვმეგობრობთ ნამდვილად არ ვარ სუბიექტური შეფასებაში. უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი, რომ თავი აქვს გადადებული იმ საქმისთვის რასაც აკეთებს. ისიც ვიცი რა ფასს იხდის იმისთვის, რასაც აკეთებს. არც შექება არ ჭირდება და არც დაფასება და არც არასოდეს დაიწუწუნებს, იმის გამო, რომ ყოველ დღე ათასი სიბინძურით ესხმიან თავს, ცდილობენ ნერვები მოუშალონ და შეაშინონ. მთავრობაც ებრძვის და რუსეთის ჯაშუშებიც კოორდინირებულად და არც მაგაზე ამბობს რამეს.

აი ასე აგრძელებს თავისი საქმის კეთებას და ყველას გვეიმედება იმათაც კი ვინც უწინ ცუდად მოიხსენიებდა. Nino Lomjaria მიყვარხარ და მინდა ბევრი შენნაირი ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანას ყურადღება არ მიაქციო! ბევრად უფრო მეტს უყვარხარ დამიჯერე. იქ მყოფებიც, რომ გაუჭირდებათ, შენთან მოვლენ !”