ესპანეთში მამაკაცმა მასწავლებლებმა კაბები ჩაიცვეს

ესპანეთში მამაკაცმა მასწავლებლებმა კაბები ჩაიცვესეს­პა­ნეთ­შის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­მა­კა­ცებ­მა გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის და­სამ­სხვრე­ვად და ასე­ვე მოს­წავ­ლე ბი­ჭის მხარ­და­სა­ჭე­რად, კა­ბე­ბი ჩა­იც­ვეს. საქ­მე ისაა, რომ მოს­წავ­ლე ბიჭი სკო­ლი­დან კა­ბის ჩაც­მის გამო გა­რი­ცხეს. მას­წავ­ლებ­ლებ­მა კი მას ამ ფორ­მით გა­მო­უ­ცხა­დეს სო­ლი­და­რო­ბა.

15 წლის მი­კელ გო­მე­სი კა­ბის ჩაც­მის გამო, სკო­ლი­დან გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­რი­ცხეს, რის შემ­დე­გაც, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა მოძ­რა­ო­ბას – “სა­მოსს სქე­სი არ აქვს.”

მი­კელ გო­მეს­მა სკო­ლი­დან გა­რი­ცხვის შემ­დეგ ტიკ ტოკ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ გაკ­ვე­თილ­ზე კა­ბით შე­ვი­და, მას­წავ­ლე­ბელ­მა კი ის ჯერ ფსი­ქო­ლოგ­თან გა­უშ­ვა, ხოლო შემ­დეგ სკო­ლი­დან გა­რი­ცხეს. მას შემ­დეგ კამ­პა­ნი­ა­ში “სა­მოსს სქე­სი არ აქვს“ უამ­რა­ვი მოს­წავ­ლე ჩა­ერ­თო და გომესს სო­ლი­და­რო­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­მაც გა­მო­უ­ცხა­დეს.

სწო­რედ ამ მოძ­რა­ო­ბის ფარ­გლებ­ში, ვა­ლი­ა­დო­ლი­დის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­მა 37 წლის მა­ნუ­ელ ორ­ტე­გამ და 36 წლის ბორ­ხა ვე­ლას­კეს­მა სკო­ლა­ში კა­ბით სი­ა­რუ­ლი და­ი­წყეს, ისი­ნი ამ კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ არი­ან. მაგ­რამ რო­გორც ეს­პა­ნუ­რი მე­დია წერს, ამ ორმა პე­და­გოგ­მა ახლა კი­დევ უფრო მძლავ­რი ბიძ­გი მის­ცა სო­ლი­და­რო­ბის მოძ­რა­ო­ბას.

ამბები