“გამომიგზავნეს ვიდეო, რომელშიც ჩემი რძლის და სკოლის დირექტორის სექსია გადაღებული”

"გამომიგზავნეს ვიდეო, რომელშიც ჩემი რძლის და სკოლის დირექტორის სექსია გადაღებული"მარნეულში სკოლის პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მთელ სოფელში გაუვრცელეს. ფაქტზე შსს-მ სკოლის დირექტორი  ზაბილ გაჯიევი დააკავა, თუმცა სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა.

მთელმა სოფელმა პირადი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ვიდეო და ფოტო ფაილი ერთდროულად მიიღო. ვიდეო ფაილებს თან ახლდა განმარტება, რომ კადრებში ასახული პირები სკოლის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი იყვნენ. სოფლის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ კადრებში დირექტორის კაბინეტი და საკლასო ოთახები ამოიცნეს.

– ეს ვიდეო მთელ სოფელს გაუგზავნეს, ზოგიერთმა მესინჯერში, ზოგმა კი ვაიბერში მიიღო. მეც გამომიგზავნეს ვიდეო ფაილი და ფოტო, როდესაც გავხსენი ამოვიცანი ადამიანები.

ერთ-ერთი ვიდეო ჩვენ სკოლაში არის გადაღებული, ვერ წარმოვიდგენდი რომ იქ, სადაც ჩემი შვილები ყოველდღე მიდიან ასეთი რამ ხდებოდა, – ამბობს ტვ პირველთან სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს, მასწავლებლის მული იყო, რომელთანაც ქალს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა.

მული ადასტურებს, რომ რძლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მიიღო და მის ძმას და ნათესავებს გაუგზავნა, მათ შორის საზღვარგარეთ. არცერთ მათგანს პოლიციისთვის არ მიუმართავს.

ბრალდებული ამტკიცებს, რომ პირადი ცხოვრების კადრები მას არ გადაუღია და შურისძიების მსხვერპლია. ის ასევე მიუთითებს, რომ კადრები მას შემდეგ გავრცელდა, რაც რესურს ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დააწინაურეს.

ტვ პირველი