გიორგი ჩაკვეტაძემ ფეიენოორდთან 1 ტაიმი ითამაშა

გიორგი ჩაკვეტაძემ ფეიენოორდთან 1 ტაიმი ითამაშაგიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში შედის და „გენტის“ შემადგენლობაში გამოჩნდა. ეს ბელგიური გუნდის მოსამზადებელ ეტაპზე მოხდა, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდი როტერდამის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდა.

„გენტი“ ცნობილ ნიდერლანდურ კლუბს საკუთარ სტადიონზე შეხვდა და ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულა – 1:1. ჩაკვეტაძე ბელგიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ დაასვენეს. ჰეინ ვანჰეზებრუკის გუნდი 56-ე წუთზე ტარიკ ტისუდალმა დააწინაურა. მაგრამ მე-60 წუთზე „ფეიენოორდის“ შემტევმა ნაუფალ ბანისმა საპასუხო გოლი გაიტანა.

ჩაკვეტაძემ შეკრებაზე უკვე მეორედ ითამაშა. პირველად ეს 18 ივნისს მოხდა, როდესაც „გენტი“ საკონტროლო მატჩში სამოყვარულო კლუბ „დიკელვენეს“ დაუპირისპირდა და 3:2 მოიგო. ამ შეხვედრაში გიორგიმ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

პირველი არხი