“გლოვოს კურიერს პედაგოგზე 4-ჯერ მეტი ხელფასი მაქვს და მერე გიკვირთ, ასეთ წუმპეში რომ ვართ” – ირაკლი მილაძე

"გლოვოს კურიერს პედაგოგზე 4-ჯერ მეტი ხელფასი მაქვს და მერე გიკვირთ, ასეთ წუმპეში რომ ვართ" - ირაკლი მილაძეირაკლი მილაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ფაქტია, რომ მე, გლოვოს კურიერს, პიცის და შაურმის მიტანისთვის ორჯერ მეტი ხელფასი მაქვს, ვიდრე ექიმს, რომელსაც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე აბარია; მეხანძრეს სამჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, რომელიც თავისი სიცოცხლის ხარჯზე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს; ჯარისკაცს სამჯერ ცოტა ხელფასი აქვს, ადამიანს, რომელიც ომში წინა ხაზზე დგას; მასწავლებელს ოთხჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, რომელიც მომავალ თაობას ზრდის…

ამის მერე ასეთ წუმპეში რომ ვართ, გიკვირთ? არცერთ კურიერს არ ვაკნინებ, მაგრამ სადაც ეს ყველაფერი არაპროპორციულადაა გადანაწილებული, იქ მუდამ ჭაობი იქნება. არც იმას ვამბობ, რომ მე არ მეკუთვნის ეს ყველაფერი, უბრალოდ, ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიებს სათანადოდ არ აფასებენ.”