გორში ხელოსანთან მისული 42 წლის მამაკაცი მოკლეს

გორში ხელოსანთან მისული 42 წლის მამაკაცი მოკლესგორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ზ.რ. დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

“ქართლის” მიხედვით, სისხლიანი გარჩევა ვერხვების დასახლებაში მოხდა.

ხელოსანთან მისულ 42 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

კლინიკა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება აღენიშნებოდა, კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. 42 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ.

მომხდართან დაკავშირებით არსებული ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მოკლულსა და მკვლელს შორის წლების წინ არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

,,ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, წარსულში ნასამართლევია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.