გორში მამაკაცმა პატრული ცემა

გორში მამაკაცმა პატრული ცემაგორში, ქალაქის ცენტრში პატრულის თანამშრომელს სცემეს.

პატრულის თანამშრომელი სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა, მისი ცემის ფაქტზე კი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

რას მოჰყვა ინციდენტი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, დაკავებული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც კლინიკა “გორმედში” აცხადებენ, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, გაეწია სამედიცინო დახმარება და უკვე გაწერილია ბინაზე.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავი 2