გულის კოლაფსი და სისხლძარღვთა ტონუსის დაცემა – რა დაემართა კრისტიან ერიკსენს

გულის კოლაფსი და სისხლძარღვთა ტონუსის დაცემა - რა დაემართა კრისტიან ერიკსენსდანიელი კრისტიან ერიკსენი, რომელიც მატჩის დროს მოედანზე დაეცა, ახლა თავს სტაბილურად გრძნობს. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. დასახელდა მიზეზიც. კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა ჰქონდა. უმძიმესი კადრები მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ნახა.

ექიმთა ჯგუფი მის გადარჩენას მინდორზე რამდენიმე წუთი ცდილობდა. კრისტიანს ჯერ გულის მასაჟი გაუკეთეს, რის შემდეგაც მის მოსულიერებას ხელოვნური სუნთქვის აპარატით ცდილობდნენ. ერიკსენი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და რეანომობილით კლინიკაში მოათავსეს.

ექიმების თქმით, კრისტიან ერიქსენს გულის კოლაფსი დაემართა, რაც უეცრად წარმოშობილი სისუსტითა და სისხლძარღვთა ტონუსის დაცემით გამოიხატება, მას თან ახლავს არტერიული წნევისა და ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება. მილანის ინტერის სკანდინავიელი ფეხბურთელი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავი 2