გურიაში ქალმა, 3 შვილთან ერთად, 30 საფლავი გაძარცვა

გურიაში ქალმა, 3 შვილთან ერთად, 30 საფლავი გაძარცვაგურიაში სასაფლაოების გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ ფოთში მცხოვრები 32 წლის ქალი დააკავა. ახალგაზრდა ქალი კომენდანტის საათის დროს 3  მცირეწლოვან შვილთან ერთად სასაფლაოებს ქურდავდა.

გამოკითხვის შემდეგ ის გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და დანაშაულის ჩადენა მძიმე სოციალური პირობების გამო უწევთ.

– იმაზე მეტად მტკივნეული, რომ ჩემი მშობლების სასაფლაო გაძარცვა იმ ქალბატონმა ის არის, რომ  იმ ბავშვებს რა ეშველებათ?” – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, ამირან გიგინეიშვილი.

– ამ ეტაპზე მას 30-ზე მეტი საფლავი აქვს გაძარცვული. ისე, ნაპატიმრებია სხვა დროს იმავე თემაზე, – უთხრა მთავარს დაზარალებულმა ნონა ზოიძემ.