ისრაელის ახალ პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩიეს

ისრაელის ახალ პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩიესისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალ, რიგით მე-11 პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩია. პარლამენტის 120 წევრიდან მის კანდიდატურას ხმა 87-მა დაუჭირა. ისრაელის მოქმედ პრეზიდენტ რევულენ რივლინის საპრეზიდენტო ვადა 9 ივლისს იწურება, რის შემდეგაც პოსტს იცხაკ ჰერცოგი დაიკავებს. ჰერცოგი ამჟამად ისრაელში ებრაული სააგენტოს უფროსია. 2013-17 წლებში კი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მისი მამა, ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. პრეზიდენტად დასახელების შემდეგ იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა ისრაელის საზოგადოებასა და ებრაულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება. მისი თქმით, მსოფლიოში ანტისემიტიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰერცოგს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „მე მას, ისრაელის მოქალაქეების სახელით, წარმატებას ვუსურვებ,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

იპნ