იტალიაში 12 წელზე უფროსი ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

იტალიაში 12 წელზე უფროსი ბავშვების ვაქცინაცია დაიწყოიტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო.

”ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ჩვენი ვაქცინაციის კამპანია ამ რთული სეზონის გასავლელად“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ სპერანზამ.

შეგახსენებთ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება გასულ კვირაში დაამტკიცა.

იტალიის ვაქცინაციის პროგრამა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ამ დროისთვის გამოყენებულია ვაქცინების 35 მილიონ დოზაზე მეტი. სრულად ვაქცინირებულია 12.4 მილიონი ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 23%-ს შეადგენს.

იპნ