„ჯანმრთელი და ორჯერ აცრილი დამაგდო“ – რა დაემართა ირმა ცქიტიშვილს

„ჯანმრთელი და ორჯერ აცრილი დამაგდო“ - რა დაემართა ირმა ცქიტიშვილსირმა ცქიტიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

„მეგობრებო, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ,  რაც გაგვაჩნია
უვერაგესია ეს კოვიდი
სრულიად ჯანმრთელი და ორჯერ აცრილი ისე დამაგდო, მგონია ვერასდროს ვეღარ მოვალ ჯანზე. მაგრამ მაინც მოვერიე.
ნერვული დაბოლოებებიდან ძვლებამდე დამთავრებული, ყველგან გიტევს, გაუძლურებს და გფიტავს. აუცილებლად აიცერით (შეამსუბუქებს ვირუს), იხმარეთ პირბადე და გაუფრთხილდით სხვებს.
კოვიდის გადატანა ყველასთვის არ არის უსაფრთხო და უვნებელი. ნუ გაიმეტებთ ადამიანებს ამ ტანჯვისთვის
#გაიკეთევაქცინა
#კორონადავამარცხე
#გავუფრთხილდეთერთმანეთს!“