ხობში მამაკაცი დაჭრეს

ხობში მამაკაცი დაჭრესხობის მუნიციპალოტეტში, ხობი საჯიჯაოს ცენტრალურ გზაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით,  სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დანაშაულის მოტივად   წარსულში არსებული დავა სახელდება. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ხობის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების განცხადებით, დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბრალდებული ხობის პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს და ნივთმტკიცებად დანა ამოიღეს.

ტვ პირველი