“კოკა კოლა არანაირ ვიქტორინას და გათამაშებას არ აწარმოებს” – სოცქსელებში ინფორმაცია სპამურად გავრცელდა

"კოკა კოლა არანაირ ვიქტორინას და გათამაშებას არ აწარმოებს" - სოცქსელებში ინფორმაცია სპამურად გავრცელდასოციალურ ქსელში სპამურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კოკა-კოლა“ გათამაშებას მართავს.

ამის გამო კომპანია კოკა კოლაბოთლერს ჯორჯიამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რათა მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია “კოკა-კოლა” არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ-დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართლი