ოზურგეთის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ოზურგეთის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღესოზურგეთის ბენზინგასამართ სადგურზე ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 130 ლარამდე თანხა გაიტაცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

“სოკარის” ბენზინგასამართმა სადგურმა ფუნქციონირება დღეს დილით განაახლა.